ჩვენ შესახებ

კომპანია „მარნაველი“ თითქმის 20 წელიწადია რაც ღვინოსა და ღვინის ბრენდის აწარმოებს. დაარსებულია თელავის მახლობლად მევენახეობის ერთ-ერთ ცენტრში - ნაფარეულში მდებარე ისტორიული ქარხნის ბაზაზე. რეგიონში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობამ უკვე XIX საუკუნის შუა წლებისთვის სამრეწველო ხასიათი მიიღო და დღემდე წარმოადგენს ქართული მეღვინეობის ერთერთ გამორჩეულ მხარეს.

წარმოების ზრდასა და საქმიანობის გაფართოებასთან ერთად საჭირო გახდა ახალი, თანამედროვე ქარხნის მშენებლობა, რომელიც სრულად უპასუხებდა კონპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს და 2008 წელს, უკვე თბილისის სიახლოვეს საგანგებოდ შერჩეულ ადგილზე ახალი საწარმო აშენდა.

თბილისისა და კახეთის შემაერთებელ გზატკეცილზე განლაგებული საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით იქნა აღჭურვილი. ყურძნის მიმღები და ღვინის პირველადი გადამუშავების, ღვინის ბრენდის სახდელი და საძველე, მზა პროდუქციის ჩამოსასხმელი საამქროები, მეღვინეობაში არსებულ ყველა მოთხოვნებს პასუხობენ და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევიან. სწორედ ამიტომ „მარნაველი“ უზრუნველყოფს წარმოების სრულ ციკლს - ყურძნის მიღებიდან დაწყებული ღვინის, საბრენდე სპირტის, ღვინის ბრენდის წარმოებით და ბოთლში ჩამოსხმით დასრულებული. აქვე შეგიძლიათ დააგემონვოთ ქარხანაში წარმოებული ღვინოებისა და ღვინის ბრენდის ფართო არჩევანი და შეიძინოთ თქვენს მიერ მოწონებული ჯიშური ღვინო თუ ბრენდი.

„მარნაველის“ საწარმოში ყოველ წლიურად მიმდინარეობს მრავალი ჯიშის ყურძნიდან დაწურული ღვინის წარმოება და საბრენდე სპირტის მარაგების შევსება, მუხის კასრებსა და ფრანგულ ტკეჩიან რეზერვუარებში დაძველება.

2002 წელს დაარსებული კომპანიის პარტნიორების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა და დღეისთვის ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია იტალიის, საფრანგეთის, აშშ, უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ბალტიისპირეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ბაზრებზე.

Shabo
BAYADERA GROUP
OLYMP
Beverage Trading Company
KOBLEVO
LUDING
TATSPIRTROM
region-50
vitalur
EUROTORG
MAP
China Huaming International Investment Corporation
WineStyle
Tabysco
Saperavi Brothers
Lenta