ცოლიკაური კასრის - ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული თეთრი მშრალი ღვინო. დამზადებულია იმერეთის რეგიონიდან მოწეული ცოლიკაურის ყურძნის ნარჩევი მტევნებისგან.
ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერი, მოყვითალო შეფერილობით. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ჯიშური არომატები და ფრანგულ კასრში დავარგების მეორეული არომატები. მინერალურ, ყვითელი ხილის ნაზ არომატს ჰარმონიულად ერწყმის მუხისათვის დამახასიათებელი ვანილისა და მოხალული ტონები. ღვინოს აქვს ხანგრძლივი დაბოლოება, დაბალანსებული ალკოჰოლითა და მჟავიანობით.
იდეალურად ეხამება სხვადასხვა ჩირებს, ყვითელ ხილს, სალათებს და ყველს.
750 მლ.
დაგემოვნების ტემპერატურა: +12°C - +14°C
შენახვის ტემპერატურა: +5℃ - +20℃