ხიხვი ევროპული წესით დაყენებული თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებული ხიხვის ყურძნის ჯიშისაგან კახეთის რეგიონიდან.
ღვინო ხიხვი ხასიათდება ჩალისფერი შეფერილობით. არომატებში იგრძნობა კომშის, ყვითელი ხილისა და გარგრის ნოტები. გამოირჩევა დაბალანსებული მჟავიანობითა და ალკოჰოლით, ასევე ხანგრძლივი და გამყოლი დაბოლოებით.
იდეალურად ეხამება მოხარშულ კალმახს, ფრინველის ხორცს, მსუბუქ სალათებს და ნაკლებად მარილიან ყველის სახეობებს.
750 მლ.
დაგემოვნების ტემპერატურა: +10°C - +13°C
შენახვის ტემპერატურა: +5°C - +15°C